სიახლეები

გააცოცხლე
შენი
ხედვები

Casino Black Opal

Renovo Private - ახალი მიმართულება კერძო ვილებისთვის და აპარტამენტებისთვის

12 ნოემბერი 2026

Share on Facebook Share on LinkedIn
Renovo Private - ახალი მიმართულება კერძო ვილებისთვის და აპარტამენტებისთვის
 

Renovo Private - საერთაშორისო სასტუმროების სტანდარტი თქვენს საცხოვრებელ სახლებში

 

რენოვო აფართოებს საქმიანობის არეალს და აუდიტორიას სთავაზობს სტრატეგიულ მიმართულებას - Renovo Private, რომელიც საერთაშორისო სასტუმროების სტანდარტს საცხოვრებელ სახლებში ნერგავს.

წლების განმავლობაში კომპანიამ წარმატებით დაასრულა მასშტაბური პროექტები ისეთი გლობალური და წამყვანი ბრენდებისთვის, როგორიცაა: Tbilisi Marriott Hotel, Radisson Collection Tsinandali, Hilton Garden Inn Tbilisi Riverview, ibis budget Tbilisi Center, Holiday Inn Telavi, Moxy by Marriott Tbilisi და Canopy by Hilton Tbilisi, სადაც სამუშაოები საერთაშორისო ხარისხის სრული დაცვით განხორციელდა. ამ გამოცდილების ნაწილი ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეებში უკვე წარმატებით განხორციელდა, ხოლო დღეიდან ეს მიმართულება კიდევ უფრო ფართო მასშტაბით და ერთიანი სტრატეგიით განხორციელდება.

Renovo Private-ის კონცეფცია ემყარება მკაცრ და სრულყოფილ პასუხისმგებლობას:

  • ერთიანი მმართვა: პროექტირება, სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სრული აღჭურვილობა (FF&E, OS&E) ერთ სივრცეში.
  • გარანტირებული ბიუჯეტი და ვადები: ფიქსირებული ღირებულება და შესრულების ზუსტი ვადები წინასწარ გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
  • ერთი პასუხისმგებელი გუნდი: სრული ციკლის შესრულება შუამავლების გარეშე, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით.

მიმართულება განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს უმაღლესი ხარისხის შესრულებას, პროფესიულ მიდგომას და სრულყოფილ შედეგს კომპრომისების გარეშე.




© Renovo LLC 2026 / All rights reserved.