პრემიუმ კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის Fit-out პროექტი
05 ნოემბერი 2026
პრემიუმ კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის Fit-out პროექტი
არქიტექტურული და დიზაინერული თვალსაზრისით, პრემიუმ სეგმენტის კერძო საცხოვრებელი სივრცეები ინდივიდუალურ მიდგომას, მკაცრ სტანდარტებს და დეტალების მიმართ განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს.
კომპანია რენოვომ წარმატებით დაასრულა 1,200 მ² ფართობის მასშტაბური ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სრული Fit-out პროექტი თბილისში. ინტერიერის დიზაინზე ქეთუნა ყრუაშვილმა / NOAStudio იზრუნა, ხოლო ტექნიკური შესრულება და სამუშაოების სრული ციკლი რენოვოს გუნდმა უზრუნველყო.
პროექტის მთავარი სირთულე და ღირებულება მის მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურაშია. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი აერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების პრემიუმ ზონებს, მათ შორის დამხმარე და სარეკრეაციო სივრცეებს.
პროექტის ძირითადი მახასიათებლები:
- ესთეტიკა და ფუნქციურობა: ღია ტონებით შექმნილი ინტერიერი ბუნებრივად აერთიანებს მინიმალისტურ დიზაინს, ჰარმონიას და ყოველდღიურ კომფორტს.
- მაღალი ხარისხის მასალები: სივრცის თითოეული დეტალი შესრულებულია პრემიუმ კლასის მასალებით, რაც უზრუნველყოფს როგორც ვიზუალურ სრულყოფილებას, ისე მაღალ საექსპლუატაციო გამძლეობას.
- კონტროლირებადი პროცესი: რენოვოს გუნდმა უზრუნველყო რთული არქიტექტურული და ტექნიკური ამოცანების შესრულება დათქმულ ვადებში, უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით.
მრავალმხრივი გამოცდილება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, მასშტაბური და კომპლექსური საცხოვრებელი პროექტები უმაღლესი ხარისხის გარანტიით, დათქმულ ვადებში განახორციელოს.



