სიახლეები

გამოცდილება
წარმატების
საფუძველია

Radisson Collection

მასშტაბური პროექტი უზნაძის ქუჩაზე: რენოვო 16 000 მ² ფართობის ობიექტზე აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს

10 სექტემბერი 2026

Share on Facebook Share on LinkedIn
მასშტაბური პროექტი უზნაძის ქუჩაზე: რენოვო 16 000 მ² ფართობის ობიექტზე აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს

Fit-out კომპანია რენოვო უზნაძის ქუჩაზე მდებარე ახალ მასშტაბურ პროექტზე მუშაობას განაგრძობს. 16 000 კვადრატული მეტრის საერთო ფართობის ობიექტზე, რომელიც სასტუმროს და საერთო საცხოვრებელ სივრცეებს გააერთიანებს, სრული სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მოსამზადებელი და ნიმუშების შეთანხმების ეტაპი წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა.
ამ ეტაპზე ობიექტზე ინტენსიურად ხორციელდება შიდა მოსაპირკეთებელი პროცესები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები, კერამიკული ფილების მოწყობა, არმსტრონგის ჭერის და იატაკის საფარის მოწყობა.

კომპლექსური ინფრასტრუქტურა მოიცავს:

  • 225 ნომერს სასტუმროს და საერთო საცხოვრებელი ზონებისთვის;
  • ლობის და დერეფნების ცენტრალურ სივრცეებს;
  • ბიბლიოთეკას, სამზარეულოს და სასადილო ზონებს;
  • სამრეცხაოს, საპარკინგე ზონას და ტექნიკურ ოთახებს.

 

სამუშაოების შესრულებისას რენოვოს გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე არქიტექტურული დიზაინის და უზნაძის ქუჩის ისტორიული ურბანული გარემოს ჰარმონიულ სინქრონიზაციას.
თითოეული ეტაპის მკაცრი მონიტორინგი უზრუნველყოფს ხარისხის მაღალ სტანდარტს და პროექტის დათქმულ ვადებში ჩაბარებას.

© Renovo LLC 2026 / All rights reserved.