სიახლეები

განსხვავებული
ხედვა ჩვენი
უპირატესობაა

Afisha

საერთაშორისო სტანდარტები და მასშტაბური პროექტები: რენოვოს გამოცდილება სასტუმრო სექტორში

27 აგვისტო 2026

Share on Facebook Share on LinkedIn
საერთაშორისო სტანდარტები და მასშტაბური პროექტები: რენოვოს გამოცდილება სასტუმრო სექტორში

სტუმარ-მასპინძლობის სექტორში წარმატებული პროექტის განხორციელება საერთაშორისო ბრენდების მკაცრი სტანდარტების დაცვას მოითხოვს.

გლობალური ბრენდების სასტუმროებზე მუშაობა დაკავშირებულია საერთაშორისო სტანდარტებთან. თითოეული დეტალი, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება, ხმის იზოლაცია და მასალების გამძლეობა ზუსტ რეგულაციებს ექვემდებარება.

რენოვომ წარმატებით უზრუნველყო სასტუმროს პროექტების Fit-out და FF&E კონცეფციის რეალიზება, რაც საერთაშორისო ბრენდბუქის და ადგილობრივი სამშენებლო სპეციფიკის სრულყოფილ სინქრონიზაციას მოითხოვდა. კომპანიის პორტფოლიო ისეთი გლობალური ბრენდების პროექტებს მოიცავს, როგორებიცაა Tbilisi Marriott Hotel, Radisson Collection, Hilton Garden Inn, ibis budget, Holiday Inn, Moxy Hotels და Canopy by Hilton, სადაც სამუშაოები საერთაშორისო ხარისხის სრული დაცვით განხორციელდა.

რენოვოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა სრული მომსახურების კონცეფციაა, რაც Fit-out და FF&E მიმართულებების ერთიან მართვას გულისხმობს. მსგავსი მიდგომა ზოგავს დამკვეთის რესურსებს, ამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს პროექტის ყველა ეტაპზე.

სასტუმროების სექტორში განხორციელებული პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს რენოვოს მზაობას, ითანამშრომლოს ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან.

© Renovo LLC 2026 / All rights reserved.